შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/622-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/622-19
05/07/2019
ვებგვერდი, 10/07/2019
შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №330210319002808862

№2/622-19

 საოქმო განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

(ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან)

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე

 

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ტექნო ბუმი“

მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

მოთხოვნის არსი – შპს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება, კრედიტორთა მიერ მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №42).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.

4. განჩინება გამოქვეყნდეს აგრეთვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება და მისი შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში (ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია), ხოლო თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 მოსამართლე (კრების თავმჯდომარე)                                                 ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი                                                                                     ილია ვაშაკიძე