„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 16/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016926
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
428
08/07/2019
ვებგვერდი, 08/07/2019
040030000.22.027.016926
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/07/2019 - 15/07/2019)

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №428

2019 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3130 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.038.017011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს თანდართული ტიპური დებულება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პრობაციის ეროვნული სააგენტო.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აწარმოოს სააღსრულებო საქმეთა აღრიცხვა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მიაწოდოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის:

დ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამართლებრივ აქტებს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;“;

დ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს თანამშრომლის მიერ ნორმატიული აქტებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;“;

დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბიუროს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის მოვალეობას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, ასრულებს ბიუროს ერთ-ერთი პრობაციის ოფიცერი, ხოლო თბილისის პრობაციის ბიუროში – ამავე ბიუროს ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი). თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი უფლებამოსილია მოახდინოს პრობაციის ბიუროს ჯგუფის უფროსებზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება.“;

დ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პრობაციის ბიუროს მოსამსახურე, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა ეძლევა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი.“;

ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. თბილისის პრობაციის ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. თბილისის პრობაციის ბიურო, სააღსრულებო საქმეთა სპეციალიზაციისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – ჯგუფებისაგან.

2. თბილისის პრობაციის ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ვაკე-საბურთალოს ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკისა და საბურთალოს რაიონები);

ბ) ისანი-სამგორის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნისა და სამგორის რაიონები);

გ) გლდანი-ნაძალადევის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანისა და ნაძალადევის რაიონები);

დ) დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები);

ე) ქალთა და არასრულწლოვანთა საქმეების აღსრულების ჯგუფი;

ვ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და შინაპატიმრობის საქმეთა აღსრულების ჯგუფი.

3. თბილისის პრობაციის ბიუროს ჯგუფები შედგება პრობაციის ოფიცრებისაგან. ჯგუფებში პრობაციის ოფიცერთა როდენობას განსაზღვრავს და პრობაციის ოფიცრებს ანაწილებს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი.

4. ჯგუფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

5. ჯგუფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ჯგუფის საქმიანობას;

ბ) ბიუროს უფროსის მიერ მასზე დელეგირების შემთხვევაში, ანაწილებს  ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა შორის სააღსრულებო საქმეებს, შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ავიზებს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) არედაქტირებს პრობაციის სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომ - პროგრამა) მსჯავრდებულთა გამოცხადების რეჟიმს;

ზ) უზრუნველყოფს პროგრამაში დასრულებული სააღსრულებო საქმის არქივში გადატანას;

თ) უზრუნველყოფს პროგრამაში სააღსრულებო საქმის პრობაციის სხვა ბიუროში გადატანას;

ი) ადასტურებს პროგრამაში მსჯავრდებულის რეგისტრაციას ტექნიკური ხარვეზის გამო, პროგრამაში მსჯავრდებულის გამოცხადების ასახვის შეუძლებლობის შემთხვევაში;

კ) ამოწმებს მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას შესაბამის მონაცემთა ბაზებში;

ლ) უშუალოდ აღასრულებს იმ სამართლებრივ აქტს, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი  „საიდუმლო“;

მ) უფლებამოსილია სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით  ინფორმაცია  და შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვოს სასამართლოდან, სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან;

ნ) ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს;

ო) ასრულებს პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელების ცალკეულ დავალებებს;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“;

ჟ) მე-7 და მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი