„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021329
311
05/07/2019
ვებგვერდი, 05/07/2019
010240010.10.003.021329
„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №311

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/02/2019, 010240010.10.003.021135) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, არა უმეტეს 23 000 000 ლარის ფარგლებში.“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დარჩენილი თანხისა და ეკონომიების განაწილების წესი

1. პროგრამის დაფინანსების მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა, კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება განაწილდეს ამ პროგრამის ან/და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.

2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები, კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება განაწილდეს ამ პროგრამის ან/და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ დაფინანსების მოძიება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე