ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016513
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
05/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
010250050.35.105.016513
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/07/2019 - 02/08/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2019 წლის 5 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 85-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი

„სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას ჩართულ იქნეს სამოქალაქო ინიციატივები, მომავალი გეგმების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები, მიეცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებსა და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა, თვითონ შეიმუშაონ და განსაზღვრონ კონკრეტულ დასახლებაში, უბანში არსებული პრიორიტეტული პროექტები.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წესი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და განსაზღვრავს ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანოს – „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ (შემდგომში „საბჭო“) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის და თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედის არაუმეტეს 15  წევრი.

4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (განკარგულება).


მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მომზადების ეტაპზე, განიხილოს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შემოსული საპროექტო განცხადებები (შემდგომში „პროექტი“), შეამოწმოს განცხადებების სისწორე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი), ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები, ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს; საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხილვისას მოიწვიოს პროექტის ავტორი.

2. საბჭო უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს  მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები კონკრეტულ დასახლებაში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

3. საბჭო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული თანხობრივი ოდენობის გათვალისწინებით, შეამოწმოს დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და მერს წარუდგინოს მოსაზრება, შესაბამისი რეკომენდაციის სახით, პროექტის რეალიზების თაობაზე.

4. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია  საბიუჯეტო წლის 1 სექტემბრამდე.

5. საბჭო უფლებამოსილია, გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი არაუგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ოქტომბრამდე (ვერიფიცირებული პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტით)


მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი
1. საბჭო  შედგება საბჭოს წევრთაგან მათ შორისაა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2.  საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) უხელმძღვანელოს საბჭოს მუშაობას, მოიწვიოს და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს საბჭოს საქმიანობას;

გ) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმებს;

დ) დაამტკიცოს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და დღის წესრიგი, აკონტროლოს მისი სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულება;

ე) შეასრულოს საბჭოს წარმომადგენლობითი ფუნქცია;

ვ) არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მოიწვიოს საბჭოს სხდომა და საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის შესახებ საბჭოს წევრებს და დაინტერესებულ სუბიექტებს;

ზ) სხდომა გამოაცხადოს გახსნილად, წარადგინოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები და სხდომა გამოაცხადოს დახურულად;

თ) საბჭოს თავმჯდომარე, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, სარგებლობს კონკრეტული საკითხის განხილვისას ერთი ხმის უფლებით;

ი) საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიოს სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება ისარგებლოს სათათბირო ხმის უფლებით.

3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზებულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

5.  საბჭოს  მდივანი:

ა) ადგენს დღის წესრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარეს;

ბ) ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე,  საბჭოს წევრები და ასევე ის პირები, რომლებიც ამ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ.

6. საბჭოს წევრი:

ა) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომებში;

ბ) აფიქსირებს სრულყოფილ პოზიციას დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე და  სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;

გ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს.

7. მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

8. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

9. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ე) სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადდა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის საბჭოში წევრის უფლებამოსილების განხორციელებას.

10. სხდომის ოქმს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში  საბჭო წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.


მუხლი 4. საბჭოს საქმიანობის საფუძვლები
1. მოქალაქეთა  ინიციატივები   განხილვის მიზნით  წარედგინება საბჭოს.   საბჭო თავის სხდომებზე შემოსული საპროექტო განაცხადებს განიხილავს, შეისწავლის და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს  დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაუგზავნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.

მუხლი 5. საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭო იკრიბება არსებული საჭიროებისას, მაგრამ არანაკლებ ერთხელ, კალენდარული წლის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარის ან/და საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში.

2. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების   შესაბამისად.


მუხლი 6. ანგარიშვალდებულება
საბჭო ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.