„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის N139 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016719
28
29/07/2019
ვებგვერდი, 30/07/2019
040030000.22.026.016719
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის N139 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №28

2019 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №139 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №139 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/12/2018, საიდენტიფიკაციო კოდი: 040030000.22.026.016686) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „პ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„პ1) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ცენტრის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დაფინანსების შესახებ;“.

2. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტისა.“.

3. 26-ე მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქიით:

„51. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცენტრის საკუთარი შემოსავლების (ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრები) ფარგლებში  შესაძლებელია დაფინანსდეს ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია