დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016446 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 01/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016271) დამტკიცებულ დანართში – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულებაში“ და:
ა) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;“; ბ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;“; გ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შშმ პირებთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;“; დ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;“; ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.“; ვ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“; ზ) მე-5 მუხლის „ა“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საბჭოს თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის მერი.“; თ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილების სახით) მერის წარდგინების საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები