სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 22/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
188
22/10/2009
სსმ, 129, 22/10/2009
000000000.00(0).000.000000
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/10/2009 - 30/07/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2009 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (10.08.09წ., №1586) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 114 და 117 მუხლების შესაბამისად, განისაზღვროს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია“ (დანართის შესაბამისად), მათ მიერ რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტების აღიარების მიზნით.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი

სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი  სახელმწიფო ორგანოების სია

1. სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ევროპის წამლების სააგენტო (EMEA – European Medicines Agency).

2. შემდეგი ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები:

ა) ამერიკის შეერთებული შტატები;

ბ) ავსტრალიის თანამეგობრობა;

გ) ავსტრიის რესპუბლიკა;

დ) ახალი ზელანდია;

ე) ბელგიის სამეფო;

ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა;

ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

თ) დანიის სამეფო;

ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;  

კ) ესტონეთის რესპუბლიკა; 

ლ) ესპანეთის სამეფო;  

მ) ირლანდია;

ნ) იტალიის რესპუბლიკა;

ო) იაპონია;

პ) ისლანდიის რესპუბლიკა;

ჟ) კანადა;

რ) კვიპროსის რესპუბლიკა;

ს) კორეის რესპუბლიკა;

ტ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;

უ) ლატვიის რესპუბლიკა;

ფ) ლიტვის რესპუბლიკა;

ქ) მალტის რესპუბლიკა;

ღ) ნორვეგიის სამეფო;

ყ) ნიდერლანდების სამეფო;

შ) პორტუგალიის რესპუბლიკა;

ჩ) პოლონეთის რესპუბლიკა;

ც) რუმინეთი;

ძ) საფრანგეთის რესპუბლიკა;

წ) საბერძნეთის რესპუბლიკა;

ჭ) სლოვენიის რესპუბლიკა;

ხ) სლოვაკეთის რესპუბლიკა;

ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა;

ჰ)  ფინეთის რესპუბლიკა;

1) შვედეთის სამეფო;

2) შვეიცარიის კონფედერაცია;

3) ჩეხეთის რესპუბლიკა.