„ტექნიკური რეგლამენტის − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021323
306
02/07/2019
ვებგვერდი, 05/07/2019
300160070.10.003.021323
„ტექნიკური რეგლამენტის − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №306

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 300160070.10.003.019208) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარჩენების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს ნარჩენების მართვის კოდექსის, ამ წესისა და „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილების (შემდგომში – „სატრანსპორტო საშუალებებით   სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“), ხოლო სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას, ასევე „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)   იმ   სატრანსპორტო   საშუალებებზე,   რომელთა   გამოყენებაზეც   არ ვრცელდება „სატრანსპორტო   საშუალებებით   სახიფათო   ტვირთის   გადაზიდვის   წესისა“ და „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ  წესის  მიზნებისთვის  გამოიყენება  ნარჩენების  მართვის  კოდექსის  მე-3  მუხლით, „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-3 მუხლითა და „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით  დამტკიცებული  ტექნიკური  რეგლამენტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინები.“.   

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ, შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის მიერ,   აგრეთვე   საქართველოს   კანონმდებლობით,   ამ   წესითა   და  „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით“ დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)     სატრანსპორტო   საშუალების   დაშვების   მოწმობით   განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე გაცემული ნარჩენების მართვის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილისა და „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად;

ზ) კვალიფიცირებული მძღოლებით, რომლებსაც გააჩნიათ „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 მარტის №1-1/100 ბრძანებით დამტკიცებული ფორმითა და წესით გაცემული მძღოლის მომზადების მოწმობა;“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაზღვრული სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელებამდე მიიღოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“    ქვეპუნქტით გათვალისწინებული, „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა;“.

6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას ისარგებლოს კვალიფიციური მძღოლის მომსახურებით, რომელსაც გააჩნია ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძღოლის მომზადების მოწმობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე