„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021320
303
02/07/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
010240030.10.003.021320
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი –  საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების,  ინვესტიციების განხორციელებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;  საინვესტიციო  პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და  კოორდინაცია; მსხვილ ან/და სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე,  პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტზე  დეტალური ანალიზის მომზადება; ინვესტორთან პირდაპირი  და მჭიდრო კომუნიკაცია და მისი მხარდაჭერა; საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი; დაკავშირებული მხარეებისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება;  საინვესტიციო პოლიტიკის  განხორციელების პროცესში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; ინვესტიციების  ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე