დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან..დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 299 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110050.10.003.021317 |
|
„დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2016, 040110050.10.003.019238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა ხდება ამ დებულების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ქონებას არ გააჩნია დაცული ტერიტორიის სტატუსი, მაგრამ იგი სარგებლობაში აქვს გადაცემული სააგენტოს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო აუქციონის გამოცხადების თარიღამდე არანაკლებ 10 და არაუმეტეს 20 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გაცემის შესახებ აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ვებგვერდებზე: www.eauction.ge და www.apa.gov.ge. 4. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს: ა) შეცვალოს აუქციონის პირობები; ბ) შეწყვიტოს აუქციონი.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ვებგვერდებზე.“; გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წერილობითი მოთხოვნის სააგენტოს მიერ მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.“; ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.“; ვ) მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გაცემის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული, ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (შემდგომში – უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც არ აღემატება 5000 ლარს. ამ ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უპირობო და გამოუხმობად საბანკო გარანტიას/ბეს ემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულების 0.2%;“. 3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განაცხადის წარმდგენი პირი, ამ დებულების შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ტურისტული მომსახურების მართვის უფლების მიმღებ პირად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები