დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021313 |
|
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2014, 010220020.10.003.017818) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრიგოლ ლილუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენელი.“. 3. დადგენილების პირველი მუხლის 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები: „27. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი. 28. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.“. 4. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შესაბამისი პროექტების განხორციელების მიზნით, ითანამშრომლოს ევროკომისიის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრის რეგიონულ სამდივნოსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ერთხელ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები