დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/14897-12 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 02/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი |
განმცხადე ბელ ი – მოვალე – შპს ,,ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559) გაკოტრების მმართველი – შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ (გენერალური დირექტორი – ნოდარ პაპუკაშვილი) მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ დირექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით. კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და დაადგინა 1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 05 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6,სხდომის დარბაზი №51) შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტების მიზნით მოთხოვნების განხილვა; 1.2. გაკოტრების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე სხვადასხვა საკითხის განხილვა. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები