რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1058
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/07/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
1058
02/07/2019
ვებგვერდი, 05/07/2019
რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1058

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230050020) ლიკვიდაციის პროცესი;

2. რეგისტრირებული კოოპერატივი „საკრედიტო კავშირი  მეორე სვირი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230050020) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან;

3. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;

4. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6 ), მხარისათვის  მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.   განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

                                                                                                                                    პაპუნა ლეჟავა