„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21866
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/07/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016509
21866
01/07/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
000000000.00.00.016509
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამახურის უფროსის

ბრძანება №21866

2019 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ _ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესისა და პირობების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. შეფასებას არ ექვემდებარება თანამშრომელი, რომელიც შესაფასებელ პერიოდში ჯამურად სამ თვეზე მეტი ვადით იმყოფება ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ან/და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილე აფასებს:

დ. ა) სერვისცენტრის უფროსს, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის უფროსს;

დ.ბ) სამმართველოს უფროსს, თუ სამმართველო არ წარმოადგენს საბაჟო გამშვები პუნქტის, გაფორმების ეკონომიკური ზონის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

დ.გ) განყოფილების უფროსს, თუ განყოფილება არ წარმოადგენს სამმართველოს, საბაჟო გამშვები პუნქტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

დ.დ) თანამშრომლებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან დეპარტამენტის არცერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ე) სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი, სერვისცენტრის უფროსი, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის უფროსი, სექტორის უფროსი, საბაჟო ლაბორატორიის უფროსი, აფასებს თავის მოადგილეს და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს, ამასთან:

ე.ა) თუ განყოფილება წარმოადგენს სამმართველოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, განყოფილების თანამშრომლებს აფასებს განყოფილების უფროსი;

ე.ბ) თუ სამმართველო წარმოადგენს გაფორმების ეკონომიკური ზონის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სამმართველოს თანამშრომლებს აფასებს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი;

ე.გ) თუ განყოფილება წარმოადგენს საბაჟო გამშვები პუნქტის სტუქტურულ ქვედანაყოფს, განყოფილების თანამშრომლებს აფასებს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი.“;

ა.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატიოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განმახორციელებელი პირის არყოფნის (მათ შორის, შესაბამისი პოზიციის ვაკანსიის) შემთხვევაში შეფასებას ახორციელებს თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელი პირი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                  მამუკა ტერაშვილი