სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-234/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 27/06/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-234/ო
27/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-234/ო 

2019 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  გაიცეს შპს „სიესდი საქართველოზე“ (ს/კ №406208642; მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა №9 (ნაკვეთი 01/066)) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, ,,მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: შპს „სიესდი საქართველოს“ დირექტორის ოლეგ კოხანენკოს განცხადება: №65414, 08.05.2019წ.;

 შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორის გ. ინგოროყვას განცხადება №74756, 27.05.2019წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-527-74, 24.06.2019წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №21 27.06.2019წ.

 სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი.