„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016883
56
02/07/2019
ვებგვერდი, 02/07/2019
140130000.22.034.016883
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №56

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matse.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აკადემიის სწავლების ეფექტიანობის უზურნველყოფის მიზნით, აკადემიის რექტორის წარდგინების საფუძველზე გამოცემული მინისტრის სამართლებრივი აქტით აკადემიის მოსამსახურე, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს ლექცია/ტრენინგი/პრაქტიკული მეცადინეობა, შეიძლება მივლენილ იქნეს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ტერიტორიულ ორგანოებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ან საქართველოს  შინაგან  საქმეთა  სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  შემავალი  სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულება  −  საგანგებო  სიტუაციების  მართვის  სამსახურში, სადაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აკადემიის მოსამსახურე შეიძლება დაესწროს პოლიციის პრევენციულ ან/და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, ასევე საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებებს.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია