„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 02/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016062
2
02/07/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
240080000.11.004.016062
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №2

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/02/2018; ს/კ: 240080000.11.004.016051) დამტკიცებული კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დანართ №2-ს (მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. უცხო ქვეყნის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ორგანოების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია ან/და წერილობითი მიმართვა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე