დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5005-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 150000000.04.001.017930 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 32 მუხლი: „მუხლი 32 1. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას. 2. ბავშვის უფლებების დაცვისა და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებით იღებს შესაბამის ზომებს.“; ბ) 142 მუხლი: „მუხლი 142 1. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე გამოავლინოს დარღვევა. 2. ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენისას საქართველოს სახალხო დამცველი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.“. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6863 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5905 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5005-Iს |
დოკუმენტის კომენტარები