დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.057.016318 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდი, 30/06/2017, ს/კ 430210000.32.057.016256) და, |
ა)
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 67 (სამოცდაშვიდი) საშტატო ერთეულით.“; |
ბ)
დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.’’; |
გ)
დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.“; |
დ)
დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს დასანიშნად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარეს;''; |
ე)
დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1)“ მთავრობას დასანიშნად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პროფესიული სახელმწიფო თეატრების) ხელმძღვანელებს. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს;“; |
ვ)
დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.თ“ ქვეპუნქტი:
„ა.თ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი;“; |
ზ)
დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობას;“ |
თ)
დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა) ორგანიზებას უწევს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას; ბ) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალებისა და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას; დ) ახორციელებს სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს; ვ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს; ზ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას; თ) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს; ი) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას; კ) კოორდინაციას უწევს საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს; ლ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; მ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; |
ი)
დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი: ა) განსაზღვრავს სამინისტროს პრიორიტეტებს საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობებში; ბ) შეიმუშავებს უცხო ქვეყნების რეგიონალურ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიას და წარმართავს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; გ) ახორციელებს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობათა მხარდაჭერასა და კოორდინაციას, სამინისტროს საქმიანობის ეფექტურ პოზიციონირებას; დ) ახდენს სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას; ე) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი/ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ვ) ახდენს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ზ) ხელს უწყობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელებას; თ) ახდენს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას; ი) ახდენს სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის ორგანიზებას და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას; კ) ახდენს საზოგადოების ინფორმირებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ლ) ახორციელებს მედიასაშუალებებთან ურთიერთობას, საინფორმაციო მასალების მომზადებას, პრესრელიზების გავრცელებას, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზებას; მ) ახდენს სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფას, ინფორმაციის განახლებასა და ვებ-გვერდის მართვას; ნ) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ო) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას; პ) ახორციელებს ფოტოვიდეო მასალის არქივის წარმოებას; ჟ) ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის საჭიროების კვლევას, საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; რ) ახდენს სამინისტროს საქმიანობის პიარს; ს) უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას; ტ) ახორციელებს შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის გაცვლას; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები