დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016340 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016331) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების ერთჯერად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“; ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების ერთჯერადი დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები