„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 09/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016085
32
09/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
130000000.63.075.016085
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №32

2019 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი - 130000000.63.075.016004)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის სამსახური.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საჯარო ინფორმაციის გაცემის სამსახურის კომპეტენცია

საჯარო ინფორმაციის გაცემის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის სამსახურის დანაყოფებიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას და უზრუნველყოფს  შესრულების მონიტორინგს;

გ) ახორციელებს საჯარო ინფორმაციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და სათანადო მსვლელობის ორგანიზებას;

დ) ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებს აძლევს სამსახურის მოსამსახურეებს;

ე) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში, ინიცირებას უკეთებს სამსახურის მოსამსახურეთა ტრენინგს, მონაწილეობს მის ორგანიზებაში;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას;

ზ) ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;

თ) უზრუნველყოფს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ან დახმარების მოთხოვნის თაობზე შემოსული განცხადებების კომპეტენციის მიხედვით გადაგზავნას სამსახურის შესაბამის დანაყოფებში ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში;

ი) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სამსახურის შესაბამის დანაყოფებში მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხების განხილვასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთიანი პოზიციის მომზადების პროცესს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ზოგიერთი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს კომისიებსა თუ სხვა სახის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასა და შესაბამისი პროექტებისა და ოქმების მომზადების ორგანიზებას;

ლ) ახორციელებს ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთოებების დანაყოფიდან მიღებული, უცხო სახელმწიფოებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების გაცნობასა და, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში სათანადო პასუხების მომზადებას;

მ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ან სხვა უწყებებიდან შემოსულ წერილებზე (მოსამსახურეთა ფინანსური დავალიანებები, სახელმწიფო ჯილდოების გაცემა, სოციალური დახმარება, სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის განვითარებასთან დაკავშირებით შეთანხმება, ზოგიერთი საარქივო საქმის მიწოდება და სხვა) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ინფორმაციის გამოთხოვასა და მასზე რეაგირებას;

ნ) თავისი ამოცანების შესასრულებლად დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ახორციელებს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ო) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე დაწესებულებებისა თუ ორგანიზაციებისგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, ანალიზს, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

პ) ახორციელებს მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური (მათ შორის, საკანცელარიო) საკითხების მოწესრიგებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური