დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016472 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 08/01/2019, 010250050.35.163.016449) და
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ზამთრის სეზონზე სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაცემა მოხდება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად, ყოველ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები