დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №46 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.163.016470 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №46 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №46 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/04/2018, 010250000.35.163.016424).
1. დადგენილებას დაემატოს მუხლი 41 შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. დამტკიცდეს ქალაქ თელავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმა დანართი №4-ის შესაბამისად“. 2. დადგენილებას დაემატოს მუხლი 51 შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ნოემბრის №53 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 18/11/2014, 010250050.35.163.016234).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №4
|
ქალაქ თელავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები