„საზღვაო - საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო - სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვაო - საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო - სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/07/2019
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016104
05
01/07/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
310020000.55.067.016104
„საზღვაო - საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო - სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2019 წლის 1 ივლისი

ქ. ბათუმი

„საზღვაო - საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო - სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო – სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

 „11. სააგენტოს მიერ ხორციელდება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მიმდინარეობის  ვიდეომონიტორინგი, ონლაინ რეჟიმში. სააგენტო არ ახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. ვიდეომონიტორინგის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2
სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვიდეოკამერების დაყენება და მათ სისტემაში ჩართვა არაუგვიანეს 2020 წლის 01 იანვრისა.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი




დანართი №1

ვიდეომონიტორინგის ჩატარების წესი და პირობები

1. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში მონიტორინგისათვის ვიდეოკამერა უნდა იყოს არანაკლებ 2 mega pxl, ჰორიზონტალური გარჩევადობა არანაკლებ 1280X1080, 1/2.8 CMOS მატრიცა, პროგრესული სკანირებით.

2. ვიდეოკამერა ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ ხედვის არე მოიცავდეს მთლიან საკლასო ოთახს.

3. ვიდეოკამერა დამონტაჟებული უნდა იყოს ასევე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარების ადგილებში.

4. ვიდეოკამერა არ ახორციელებს ხმის ჩაწერას.

5. ვიდეო-მონიტორინგს ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარატმენტის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო, რომელსაც რეალური დროის რეჟიმში IP მისამართის საშუალებით მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გააჩნია წვდომა. 

6. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 7 დღისა.