„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 138/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017761
138/ნ
05/07/2019
ვებგვერდი, 08/07/2019
430030000.22.022.017761
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №138/ნ - №210

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13/ნ ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სსმ, 12/02/2016 ს/კ 430030000.22.022.017086) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან ცვლილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით აწვდის სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში - მართვის სისტემა) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ეკონომიკურ დეპარტამენტს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) მისამართი (რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);

დ) მინიჭებული ავტორიზაციის ხანგრძლივობა;

ე) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;

ვ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი