„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016368
264
28/06/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
010250050.35.157.016368
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №264

2019 წლის 28 ივნისი

ქ. თეთრიწყარო

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 მარტის №148 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/03/2016, სარეგ კოდი 010250050.35.157.016252):

1. დადგენილების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ეთხოვოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

2. ეთხოვოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების  მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი ფაილი „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ   მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.4

მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად, კანონით დადგენილ ვადებში

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ქვეყნდება კვარტალურად

3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სააჯრო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

4.5

მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

4.6

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა

მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში

5.2

მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები

ქვეყნდება კვარტალურად

5.3

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.4

საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში

5.5

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

5.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.7

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.13

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5.14

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

7.1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.3

დასახლების საერთო კრების ოქმები

მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში

7.4

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ

ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში

7.5

მუნიციპალიტეტის მერის  და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

7.6

პეტიცია

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

8. სხვა საჯარო ინფორმაცია

8.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

8.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

     

 

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.