„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016367
263
28/06/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
010250050.35.157.016367
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №263

2019 წლის 28 ივნისი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №141 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30/12/2015, სარეგ. კოდი.: 010250050.35.157.016245):

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი“  მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გარე რეკლამის განთავსების გეგმა

1.  თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  გავრცელების  გეგმას  (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.  გარე რეკლამის  გავრცელების  გეგმა  (რეკლამის  ზომის,  ფორმისა  და  მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:

ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან  – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);

ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე;

გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;

დ) საქართველოს  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან  ან მისდამი დაქვემდებარებულ  სტრუქტურებთან  რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში;

ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს მერიის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი“  მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1.გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სახელმწიფო  ან თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის  მაძიებელს, რომელიც  აიღებს  ვალდებულებას,  დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  სანებართვო  პირობები  და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია  ფილიალის  მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის  წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს   ფილიალის   მიერ   სანებართვო   პირობების   დაკმაყოფილების   შესახებ.   დაუშვებელია   ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის  მფლობელი  იურიდიული  პირის ფილიალისათვის  ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს  ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს   მათ   მიერ   მოპოვებული   ნებართვა,   საჭიროა   ამ   იურიდიული   პირის   მიერ   შესაბამისი ნებართვის   მოპოვება.   იგივე   წესი    მოქმედებს   ნებართვის   მფლობელის   მიერ   მესამე   პირზე  ნებართვის გადაცემის შემთხვევაში.

3.  გარე რეკლამის   განთავსების   ნებართვის  მოსაპოვებლად   აუქციონი  ცხადდება  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებით  განსაზღვრული წესები.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი.

6.  ამ   წესის   შესაბამისად   გაცემული   გარე   რეკლამის   განთავსების   ნებართვის საფუძველზე   სარეკლამო საშუალების  განთავსების  საკითხები  რეგულირდება  მოქმედი  სამშენებლო  ნორმებისა  და  წესების შესაბამისად.

7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა  ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის განთავსების  გეგმის საფუძველზე  თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერის მიერ.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი“  მე-6  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;

გ) უფლება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მერის წარდგინებით (რომელსაც ადგენს აუდიტის მიერ დადგენილი შეფასების გათვალისწინებით) აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის  მფლობელი იხდის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი“  მე-9 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა  და  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

2. გარე რეკლამის განთავსების  სანებართვო  პირობების  დარღვევა  გამოიწვევს პასუხისმგებლობას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი.

4.  გარე რეკლამის   განთავსების   ნებართვის მთლიანად   ან ნაწილობრივ   გაუქმების   შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად  დაწესებულ ვადაში სანებართვო  პირობების  შეუსრულებლობა,  მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი  ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;

ე)  გარე  რეკლამის  განთავსების  ადგილი  საჭიროა  კომუნალური  ინფრასტრუქტურის   (სანიაღვრე  არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია,  დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

6.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ნებართვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მიერ  ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი  ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.

7.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ნებართვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის   მიერ  ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს  უფლება  აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

8.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტებით   გათვალისწინებულ  შემთხვევაში,  ნებართვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მიერ ცალმხრივად  გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 2

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების   

ნებართვა №

 

 

ეძლევა    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნებართვის მიმღები და მისი მისამართი -------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

­­­საფუძველი  -------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ნებართვის მოქმედების ვადა: ------------------------------ - დან ---------------------------------------  - მდე

 

ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის

მიმღებს, ხოლო მეორე ინახება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

სანებართვო პირობები: ------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნებართვა გაცემულია 20--- წლის                                                                                                    

 

 

 

 

                     --------------------------------                                                                       ----------------------------                

             ნებართვის მიმღები                                                                      ნებართვის გამცემი

 

 

                                                                                           ------------------   ბეჭდის ადგილი