„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016366
262
28/06/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
010330000.35.157.016366
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №262

2019 წლის 28 ივნისი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება   „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში (ვებგვერდი, 20/01/2015, სარეგ კოდი.: 010330000.35.157.016208):

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ის დებულებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 1
დებულება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ


მუხლი 1

წინამდებარე დებულებით განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივი საკითხები.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 2

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

2, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

მუხლი 3

1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს:

ა) საინიციატივო ჯგუფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) მერს;

დ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს.

2. კანდიდატურის წამოყენების უფლების მქონე პირები კანდიდატურას წარადგენენ წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს:

ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი  და დამსახურება;

ბ)  ბიოგრაფიული ცნობები;

გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ფოტოსურათი.

მუხლი 4

1. ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს მერს.

2. მუნიციპალიტეტის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.

3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება ნებისმიერ დროს, მერის შეხედულებისამებრ.

4. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.

მუხლი 5

1. პირს შესაძლოა ჩამოერთვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ:

ა) მან ჩაიდინა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;

ბ) მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან  ზნეობრივ ნორმებს;

გ) პირადი განცხადებით.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.


 დანართი 2
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში, დატანილია წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.

 

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე

 

 

ფოტო

მოწმობა

--------------------------------------------------------

სახელი, გვარი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ------- წლის -----  --------------------- N ბრძანებით მიენიჭა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი

-----------------------------------------------

(ხელმოწერა)