„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 134/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017757
134/ნ
01/07/2019
ვებგვერდი, 02/07/2019
430010000.22.022.017757
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №134/ნ

2019 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის 32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 პუნქტი:

„321. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ანკეტა, თუ 2018 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში არ ასახა ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანკეტაში მიუთითოს ინფორმაცია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებზეც 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ;

გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და ანკეტის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი ვალდებულია კომპიუტერულად დამუშავებული, ელექტრონული სახით ასახოს იგი ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი