“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016494
24
28/06/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
010260020.35.153.016494
“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2019 წლის 28 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016405, 08.02.2018), კერძოდ:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის“ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას სამშენებლო სამართალდარღვევებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საარჩევნო კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვასა და სამშენებლო ობიექტზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

სამსახური საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ახორციელებს:

ა) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;

ბ) სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ წარმოებას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს;

დ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობაზე ინსპექტირებას;

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წინადადების წარდგენას ერთჯერადი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე;

ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

2. სამსახური უფლებამოსილია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  49-ე, 51-ე, 512, 513, 533, 52-ე, 55-ე, 552, 553, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 771-772, 103-ე, 1191, 1271 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებითა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს საქართველოს კანონის  „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  771-772, 103-ე, 1191, 135-ე, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1512 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  საქმეები.“;

გ) დებულების  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

„მუხლი 6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შემოწმებას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; მშენებლობის უსაფრთხოებაზე კონტროლს;

ბ) უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას;

გ) უკანონი, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე მშენებლობის კუთხით ზედამხედველობას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას, დამრღვევი პირის მიმართ მითითების, შემოწმების აქტის შედგენას და სხვა;

ვ) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად    აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინაროებაზე სრულ მონიტორინგსა და ზედამხედველობას;

თ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის/სამუშაოების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი მიმართვას;

კ) შესრულებული სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულების აქტის დადასტურებას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე მერისათვის წინადადებების წარდგენას;

მ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;

ნ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტის დამოწმებას; შუალედური და საბოლოო სამუშაოების შესრულების აქტების (ფორმა №2) განხილვას და მათზე შემდგომ რეაგირებას;

ო) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;

პ) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

ჟ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების აღრიცხვას;

რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150,1501,152, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას;

ს) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის ინფორმირებას;

ტ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე