„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016493
23
28/06/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
010260020.35.153.016493
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2019 წლის 28 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ  იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153. 016408, 19/02/2018) კერძოდ:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების“ პირველი  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუტაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით, ამავე დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შემთხვევის არსებობისას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივნისის №261 დადგენილებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით“.

2. დებულების  მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მერის ბრძანების, ასევე საკრებულოს განკარგულებისა და დადგენილების პროექტების მომზადებას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე