შპს „ჯგუფის“ განცხადება სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

შპს „ჯგუფის“ განცხადება სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ჯგუფი“
მიღების თარიღი 27/06/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
27/06/2019
ვებგვერდი, 03/07/2019
შპს „ჯგუფის“ განცხადება სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
შპს „ჯგუფი“
 

 

განცხადება

სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე


შ.პ.ს. „ჯგუფი“ (ს/ნ:400223511), (შემდეგში „შემსყიდველი“) როგორც სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის“ (ს/ნ:209438296) (შემდეგში „საზოგადოება“)საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობის 97.03672%-ის მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით მინიჭებულ აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლების საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

·  საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 473 327 (ოთხას სამოცდაცამეტი ათას სამას ოცდაშვიდი) ცალს, საიდანაც 459 301 (ოთხას ორმოცდაცხრამეტი ათას სამას ერთი) ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.

·  ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.

·  საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

· აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია დაგანვითარება

· დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველის წარმომადგენელს - მერაბ შენგელია, მის: ქ.თბილისი, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზ.,№6-ში., ტელ: (+995 32)2652058, ელ.ფოსტა: chaisfabrika@yahoo.com;

· აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” ( „საქართველოს რეგისტრატორი“) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351

 შემსყიდველი:

შპს. „ჯგუფი“

გენერალური დირექტორი კახაბერ ხურციძე

დირექტორი  მერაბ შენგელია.