დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.017215 |
|
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016708) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორგანიზაცია ვალდებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემები სისტემაში განათავსოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ხელშეკრულების ატვირთვიდან მომდევნო კალენდარულ დღემდე. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაციას შეუჩერდება სისტემაში ყველა სახის ახალი საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია, გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების სისტემაში განთავსებამდე. გამონაკლის შემთხვევაში, ორგანიზაციის არგუმენტირებული, წერილობითი/ელექტრონული ფოსტით მომართვის საფუძველზე შესაძლებელია საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები