დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21077 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016506 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №21077
2019 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე
დანართი №2
ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული ნორმები
|
ოპერაციების დასახელება |
დანაკარგი წონიდან %-ში |
|
ბენზინზე |
|
|
საზღვაო გადაზიდვები |
0.35 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.24 |
|
საავტომობილო გადაზიდვები |
0.12 |
|
რეზერვუარში შენახვა (მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახვის გარდა |
0.25 |
|
მიწისზედა რეზერვუარში შენახვა 1 თვეზე მეტი ვადით |
0.35 |
|
ნედლ ნავთობზე |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.04 |
|
შენახვა |
0.077 |
|
დიზელზე |
|
|
საზღვაო გადაზიდვები |
0.35 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.1 |
|
საავტომობილო გადაზიდვები |
0.05 |
|
რეზერვუარში შენახვა |
0.07 |
|
ნავთზე |
|
|
საზღვაო გადაზიდვები |
0.35 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.11 |
|
საავტომობილო გადაზიდვები |
0.06 |
|
რეზერვუარში შენახვა |
0.1 |
|
მაზუთზე |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
1.05 |
|
საპოხ ზეთზე |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.10 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები