დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016511 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016418), კერძოდ:
1. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის 22-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „22. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 361, 513, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772, 825, 103-ე, 1074, 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილების, 1254 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 135-ე, 1351, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 1561, 159-ე, 1591, 1778, 1779 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე.“. 2. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „9. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 533, 55-ე, 552, 1074, 1191 მუხლების, 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1778, 1779 მუხლებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე.“. 3. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის 111 მუხლის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „5. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 771, 772 და 825 მუხლების, 125-ე მუხლის მე–8, მე-12 – მე-14 ნაწილების, 1254 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 1561 და 159-ე მუხლების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები