„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016407
10
26/06/2019
ვებგვერდი, 28/06/2019
010250020.35.112.016407
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 26 ივნისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №15 დადგენილების (ვებგვერდი 11/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016351) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 
1. 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია www.lanchkhuti.gov.ge. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილს, სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.“.

2. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ღია სხდომაზე მიმდინარეობს სხდომის აუდიო- და ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მათ შორის, სხდომის პირდაპირი ვიდეოჩვენება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.lanchkhuti.gov.ge და ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული მონიტორის მეშვეობით.“.

3. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილისა და დროის მითითებით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, სხდომაზე განსახილველი (ინიციiრებული) სამართლებრივი აქტების პროექტები ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო გაცნობისთვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას არსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსების ფორმით და საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.lanchkhuti.gov.ge. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით წინასწარ განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის შესაბამის ბეჭდვით საშუალებებში.“.

4. 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხსენებელი ვალდებულია ამ რეგლამენტის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტებით განათავსოს განცხადების ტექსტი აპლიკაციაში, ქართული „Sylfaen” შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ რეგლამენტის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“- „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები.“.

5. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 87. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიისა ან სამუშაო ჯგუფის მიერ   გადაწყვეტილების მიღება

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ რეგლამენტის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

2. ამ რეგლამენტის 86-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს.

3. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოს.“.

6. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 88. პეტიციის განხილვა საკრებულოს სხდომაზე

1. ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

3. ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.“.

7. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 90. საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეების მიღების წესი

1. ნებისმიერ მოქალაქეს წინასწარი ნებართვის გარეშე უფლება აქვს შეხვდეს საკრებულოს წევრს.

2. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი კვირაში ერთხელ მაინც ვალდებულია მოაწყოს  მოსახლეობასთან შეხვედრა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის  მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათი ქვეყნდება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.“.

8. 105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 105. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები – სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს – საკრებულოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას – დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

ი) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღეს, ადგილს და საათებს – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს, ადგილს, საათებს და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს – ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

მ) საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის წლიურ ანგარიშს – ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ სხვა დოკუმენტებს – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის შესაბამის ბეჭდვით საშუალებებში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.“.

9. 111-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.lanchkhuti.gov.ge).“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.lanchkhuti.gov.ge ან/და მათ ღიად განთავსებას ადმინისტრაციულ შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე