დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016401 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის; ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 აპრილის №92 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ.“ . 2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დამტკიცდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის).“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №40 17 განკარგულება ,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
ადმინისტრაციული სამსახური
ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახური
ზედამხედველობის სამსახური
კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური
შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
სულ პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა: 109 . | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები