„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016716
25
25/06/2019
ვებგვერდი, 25/06/2019
040030000.22.026.016716
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №25

2019 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს აკადემიის წესდებას;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „უ1“-„უ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„უ1) ამტკიცებს აკადემიის ადმინისტრაციის ყოველწლიურ ანგარიშს;

2) ირჩევს ადმინისტრაციის უფროსს;

3) იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიური საბჭო ადმინისტრაციის უფროსის არჩევისა და ადმინისტრაციის უფროსის ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“ .

3. მე-13 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. პირი, რომელსაც აკადემიაში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა, აკადემიის რექტორად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის შემდეგ.“.

4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ადმინისტრაციის უფროსი და მისი უფლებამოსილება

1. აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი არის აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს აკადემიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ოთხი წლის ვადით.

3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. პირი, რომელსაც აკადემიაში ეკავა რექტორის თანამდებობა, აკადემიის ადმინისტრაციის უფროსად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის გასვლის შემდეგ.

5. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს აკადემიის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და წარუდგენს რექტორს;

დ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

ე) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და რექტორთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

6. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.

7. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშის დამტკიცებაზე;

ბ) აკადემიური საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“.

5. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, კოლეჯის მეთაური, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების უფროსი, სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია