„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43-49
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016613
43-49
25/06/2019
ვებგვერდი, 27/06/2019
300330000.35.101.016613
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43-49

2019 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს ცვლილება და დადგენილების:

ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge პირად მუნიციპალურ სივრცეში აირჩიოს (მონიშნოს) მისთვის სასურველი ნებართვის ის კატეგორია („A“ ან „B“), რომლითაც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან სურს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი დადგენილ ვადაში არ აირჩევს (მონიშნავს) მისთვის სასურველ ნებართვის კატეგორიას, ნებართვის გამცემი 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს („A“ ან „B“) კატეგორიებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მიანიჭებს ნებართვას „B“ კატეგორიას, ხოლო თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ დააკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს გაუუქმდება ნებართვა.“.

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვაში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებას გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვისთვის კატეგორიის მინიჭების პროცედურას ელექტრონული მისამართის www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით განახორციელებს ნებართვის გამცემი, რომელიც 2019 წლის პირველი ივლისიდან ნებართვას ავტომატურად მიანიჭებს იმ კატეგორიას („A“ ან „B“), რომლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება. თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ დააკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან გაუუქმდება ნებართვა. ასევე, ნებართვის მფლობელს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია შეცვალოს ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული კატეგორია ელექტრონულ მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge, პირად მუნიციპალურ სივრცეში.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ივლისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე