„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016717
26
25/06/2019
ვებგვერდი, 25/06/2019
120010000.22.026.016717
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №26

2019 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016679) დამტკიცებულ  დებულებაში  შეტანილ  იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და სტრატეგიული გეგმების შემუშავება.

19. ლოჯისტიკური მონაცემების მართვის ავტომატიზებული სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) 37-ე - 41-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და სტრატეგიული გეგმების შემუშავება, ასევე ლოჯისტიკური მონაცემების მართვის ავტომატიზებული სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა.

38. საბრძოლო ოპერაციებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების, ასევე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის და სხვა მატერიალური ქონების გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია.

39. თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალური ქონებით უზრუნველყოფის სტრატეგიული გეგმების შემუშავება.

40. სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, დანადგარების, საავიაციო, სპეციალური ტექნიკის, მოწყობილობების, სამხედრო-ტექნიკური და სხვა მატერიალური ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა.

41. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლოჯისტიკური მხარდაჭერის, ასევე მათი პირადი შემადგენლობის, ქვედანაყოფების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონების საქართველოს ტერიტორიაზე მიღების, განთავსების, გადაადგილების ან/და ტრანზიტის დაგეგმვა და კოორდინაცია.”;

ბ) 42-ე და 43-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45. თავდაცვის ძალების სტრატეგიული განვითარების გეგმის მხარადასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება.“.

3.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლოჯისტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის  სამმართველო:

 ა.ა) ლოჯისტიკის პოლიტიკისა და ოპერაციების ლოჯისტიკური მხარდაჭერის დაგეგმვის განყოფილება;

 ა.ბ) საერთაშორისო სწავლებებისა და მასპინძელი ქვეყნის ლოჯისტიკური მხარდაჭერის განყოფილება;

ბ) ლოჯისტიკური მზადყოფნის სამმართველო:

ბ.ა) ლოჯისტიკური  მარაგების სტრატეგიული დაგეგმვის  განყოფილება;

ბ.ბ)  ინფორმაციების მართვის  განყოფილება;

გ) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო:

გ.ა)  შეიარაღებისა და ტექნიკის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება;

გ.ბ)  საბრძოლო მასალების სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება;“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 -მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლოჯისტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის  სამმართველო:

ა) საბრძოლო ოპერაციების,  საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისა და საერთაშორისო  სწავლებების, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გეგმების  შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;  

ბ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროცესის ლოჯისტიკური მხარდაჭერის დაგეგმვა და კოორდინაცია.  

3. ლოჯისტიკური მზადყოფნის სამმართველო:

ა) თავდაცვის ძალების  ლოჯისტიკური მარაგებით (მომარაგების კლასების მიხედვით), აღჭურვილობითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფის  სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

ბ) ლოჯისტიკური მონაცემების მართვის ავტომატიზებული სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა.

4. შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო:

ა) თავდაცვის ძალების ტექნიკით, შეიარაღების სისტემებითა და საბრძოლო მასალებით დაკომპლექტების სტრატეგიული ლოჯისტიკური გეგმების შემუშავება;

ბ) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, დანადგარების, საავიაციო, სპეციალური ტექნიკის, მოწყობილობების, სამხედრო-ტექნიკური და სხვა მატერიალური ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გრძელვადიანი გეგმების  განსაზღვრა.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლოჯისტიკური მხარდაჭერის, ასევე მათი პირადი შემადგენლობის, ქვედანაყოფების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონების საქართველოს ტერიტორიაზე მიღების, განთავსების, გადაადგილების ან/და ტრანზიტის დაგეგმვა და კოორდინაცია.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინფრასტრუქტურის დაგეგმვის განყოფილება:

ა) თავდაცვის ძალების  სტრატეგიული განვითარების გეგმის მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;

ბ) თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო, საპროექტო და სარემონტო სამუშაოების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და  სათანადო რეკომენდაციების მომზადება, ასევე ამ ობიექტების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე  გრძელვადიანი გეგმების შემუშავება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია