„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016715
24
25/06/2019
ვებგვერდი, 25/06/2019
280120000.22.026.016715
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №24

2019 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 დანართის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, სსიპ-ის რექტორის მოადგილე, სსიპ-ის კოლეჯის მეთაური, სკოლის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – გენერალ გ. კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი

625

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), სამედიცინო პოლიკლინიკის (ასეულის) უფროსი, ბაზის მეთაური/უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის  დაგეგმვის, საბრძოლო მომზადების და საჯარისო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე

500

გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის შტაბის უფროსი და ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელი (პოლკოვნიკი) და სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ლოგისტიკური განყოფილების უფროსი

425

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ადმინისტრაციული ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სერჟანტი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კოლეჯის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი ინსპექტორი/განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

375

2. №12 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №12

 

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები

სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირის შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი / სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე   პირი

სამივლინებო თანხა

(აშშ დოლარი)

1

არმიის გენერალი

2970

2

გენერალ-ლეიტენანტი

2370

3

გენერალ-მაიორი

2170

4

ბრიგადის გენერალი

1970

5

პოლკოვნიკი

1 770

6

ვიცე-პოლკოვნიკი

1 570

7

მაიორი

1 370

8

კაპიტანი

1 190

9

უფროსი ლეიტენანტი

1090

10

ლეიტენანტი

1070

11

მთავარი სერჟანტი

1000

12

მასტერ სერჟანტი

950

13

უფროსი სერჟანტი

890

14

სერჟანტი

860

15

უმცროსი სერჟანტი

830

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

800

17

პირველი კლასის რიგითი

770

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი

750

19

სავალდებულო სამსახურის რიგითი

150

20

სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

1200

შენიშვნა: სპეციალური წოდების მქონე პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია