„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017755
132/ნ
25/06/2019
ვებგვერდი, 27/06/2019
430010000.22.022.017755
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №132/ნ

2019 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;“;

ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას.“;

გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“;

დ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირება თითოეულ საგანში ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“;

ე) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.“;

ვ) 361 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან – აბიტურიენტის მიერ საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე;“;

ზ) 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“;

თ) 39-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი №2) მე-8 მუხლის 3​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი