დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4851-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.019519 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 173-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.“. 2. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გირავნობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.“. 3. 286-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენების (დატვირთვის) შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.“. 4. 2894 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. მოთხოვნის დათმობისას გაითვალისწინება აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.“. 5. მე-300 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, იგი კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით.“. 6. 3062 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“. 7. 3064 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას.“. 8. 3066 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3066. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას ან/და თუ დაადგენს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სპეციალისტი აუქმებს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ განკარგულებას და ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ მიიჩნევა.“. 9. 959-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.“. 10. 1323-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. 1460-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი დატოვებული არ იყო და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ასეთი გაყოფის შედეგად თითოეული მემკვიდრისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.“. 12. 1461-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფის დაუშვებლობა თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა იმ მემკვიდრეს უნდა მიეკუთვნოს, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და საოჯახო მეურნეობას ეწეოდა. თუ ასეთი მემკვიდრე არ არის, მაშინ მიწა იმას უნდა მიეკუთვნოს, ვისაც უნარი აქვს და სურს, გაუძღვეს მეურნეობას.“. 13. 1463-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. 1464-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1464. საერთო საკუთრება საოჯახო მეურნეობაზე თანამემკვიდრეთა შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება მათ საერთო საკუთრებაში დარჩეს.“. 15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15131 მუხლი: „მუხლი 15131. კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა 1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია. 2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა. 3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-15 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-15 ნაწილები ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2019 წ. N4851-IIს |
დოკუმენტის კომენტარები