დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016405 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019; 190040000.35.149.016386) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება 1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ონკოლოგიური ავადმყოფი: ა) ოპერაციული მკურნალობისთვის; ბ) სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის. 2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან, მათ შორის აფთიაქიდან; ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზეю 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან და აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 4. ონკოლოგიურ ავადმყოფს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით – ოპერაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის – სარგებლობისას დახმარება გაეწევა თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით ლიმიტის 1000 ლარის ამოწურვამდე. 5.დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. ბენეფიციარს შუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ორივე ქვეპუნქტით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 31 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება: 1. დახმარება მოხდება გადასახდელი თანხის დაფინანსებით: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა. 2. ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; გ) პაციენტის დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვა და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდანю ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა. დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიის დაფინანსება.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) გამოკვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიისათვის მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლში შევიდეს ცვლილება შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. გლაუკომით დაავადებულ ბენეფიციარს მედიკამენტებით დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. ფსორიაზით დაავადებულ ბენეფიციარს მედიკამენტებით დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, მემკვიდრეობითი ან/და ოჯახური დაავადებები სპასტიკური პარაპარეზით ან სპასტიკური პარაპლეგიით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებროსპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით; ი) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 151. დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით ან/და ტეტრაპლეგიით (გარდა ინსულტის შემდგომი მდგომარეობებისა), მემკვიდრეობითი ან/და ოჯახური დაავადებები სპასტიკური პარაპარეზით ან სპასტიკური პარაპლეგიით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინოცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებროსპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) დაავადებული და პირველი ჯგუფის 0-დან 18- წლამდე უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 2. ერთ ბენეფიცარზე რეაბილიტაციისთვის ვაუჩერით განკუთვნილია 1000 ლარი მის სრულად ამოწურვამდე. 3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს რეაბილიტაციის კურსი ჩაიტაროს მის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში. 4. საკურორტო რეაბილიტაციის შემთხვევაში სასტუმროში ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ან/და მშობელთან ერთად. 5. ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), სადაც მითითებული უნდა იყოს დიაგნოზი და რეაბილიტაციის კურსის საჭიროება; ე) პირველი ჯგუფის უსინათლო შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა; ვ) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და სარეაბილიტაციო ცენტრიდან; ზ) საკურორტო რეაბილიტაციის შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები. 6. საკურორტო რეაბილიტაციის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;“; კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მშობლების (მშობლის) პირადობის მოწმობები;“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის, მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მშობლების (მშობლის) პირადობის მოწმობები;“; მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 30-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება 1. სოციალური დახმარების გასაცემად, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქე სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. 2. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილის დახმარების შემთხვევაში რეგისტრაციის ბარათის წარმოდგენა არ არის სავალდებულო. 3. ამ დებულებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის ერთჯერადობა არ ვრცელდება 1-ლ და 151 მუხლებზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები