„მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს N2-132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 340020000.22.023.016590
2-647
08/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
340020000.22.023.016590
„მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს N2-132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს N2-132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-647

2019 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად,
ვბრძანებ:

მუხლი 1
„მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-132 ბრძანებაში (სსმ III, 05.09.2007 წ., №125, მუხ. 1369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის თანდართული წესის“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის წარდგენა სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში (შემდგომში – საქპატენტი). საგანაცხადო მასალა საქპატენტში შეტანილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად – საქპატენტის ელექტრონული სისტემის გამოყენებით. საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით, მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით ქართულ ენაზე წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს .doc ფორმატში, Sylfaen შიფტით.“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ასევე მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) ელექტრონული სისტემის – UPOV PRISMA-ს გამოყენებით.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი