დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016545 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016511, 26/12/2018) და აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
მუხლი 3.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 454,9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდები 9 981,3 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7116.1 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2357,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
თავი III
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი
ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 530,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12 270,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12 377,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა
და ვალდებულებების ცვლილება
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 4353,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 4353,5 ათასი ლარის ოდენობით.
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა – 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 4353,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილების კლება – 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილების კლება – 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 14.8 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 170.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 69,5 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 97,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2,9 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი V
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019 – 2022 წლებისათვის, პროგრამები და ქვეპროგრამები
|
1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება – 3270,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 01 00)
პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, კადრების გადამზადებასა დამოქალაქეთა ჩართულობას. 1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო – 828,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 01 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მმართველობითი სფერო მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. 1.2. წყალტუოს მუნიციპალიტეტის მერია – 2251,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 01 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მმართველობითი სფერო მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. 1.3. წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა – 4,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 01 04) პროგრამის ფარგლებში მოხდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა. 1.4. კადრების გადამზადება – 21,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 01 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 1.5. მოქალაქეთა ჩართულობა – 150,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 01 06) პროგრამის მიზანი: საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის შექმნა და დანერგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი საპროექტო ინიციატივები: „უსაფრთხო ქუჩა“ – ნინოშვილის ქუჩაზე სიჩქარის შემამცირებელი საგზაო ბორდიურების მოწყობა; „საზოგადოებრივი მეგობრის ქუჩა“ – ჯავახიშვილის ქუჩაზე დახურული ფანჩატურის მოწყობა; „საზოგადოებრივი მეგობრის ქუჩა“ – შევჩენკოს ქუჩაზე დახურული ფანჩატურის მოწყობა; „იმედის მოედანი“ – ლორთქიფანიძის, ყაზბეგისა და ხვამლის ქუჩების კვეთაზე მინი სპორტული მოედნის მოწყობა; „უსაფრთხო ქუჩა“ – შარტავას ქუჩაზე სიჩქარის შემამცირებელი საგზაო ბორდიურების მოწყობა; „საზოგადოებრივი მეგობრის ქუჩა“ – 26 მაისის ქუჩაზე დახურული ფანჩატურის მოწყობა; „საზოგადოებრივი ქუჩა“ – ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დახურული ფანჩატურის მოწყობა; „ცეროდენა“ – თამარ მეფის ქუჩაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის გართობისა და დასვენების სივრცის მოწყობა; „გასართობი სივრცე წყალტუბოს მომავალი თაობისათვის“ – 9 აპრილის ქუჩაზე №11 და №13 ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალი თაობისათვის გასართობი სივრცის მოწყობა ; „ჩვენი ეზო ჩვენია“ – გოგებაშვილის №2 ბინის წინ სკვერის მოწყობა; „ჩვენი ეზო ჩვენი სახლია“ – ტაბიძის 1ა ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის ირგვლივ სივრცის მოწყობა; „ფანჩატური წყაროზე“ – ევდოშვილის ქუჩაზე წყაროს მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა; „ფანჩატური ტაბიძეზე“ – ტაბიძეზე №11 ბინის წინ ფანჩატურის მოწყობა; „საბავშვო სკვერი ტაბიძეზე“ – ტაბიძეზე №7 ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო სკვერის მოწყობა; „ერთად ყოფნა გაგვაძლიერებს“ – გურამიშვილის №2 მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფანჩატურის რეაბილიტაცია; „მშვენიერებისა და გაჯანსაღების კერა“ – გურამიშვილის №4 კორპუსთან სპორტული მოწყობილობების – ტრენაჟორების მოწყობა; „სკვერი ჩვენი ეზო“ – თბილისის ქუჩა №4 მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი სივრცის მოწყობა; სკვერი ჭავჭავაზეძე“ – ჭავჭავაძის ქუჩაზე ამორტიზირებული სკვერის განახლება; „სკვერი ჩვენს ბავშვებს“ – ბესიკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე №4 და №2 კორპუსებს შორის სკვერის მოწყობა. 2. თავდაცვა და საგანგებო სიტუაციების მართვა – 105,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. 2.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 105,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, წვევამდელთა შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 13564,8 ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 3.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 8 445,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანია: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში რეაბიტირებული იქნება შემდეგი გზები სოფ. ბანოჯა მე-15 ქუჩა 1,2 კმ; სოფელ საყულიაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, იმერეთის ქუჩის გაგრძელება, სოფ. ბანოჯა მე-20 ქუჩა 0,75 კმ; სოფ. გუმბრა მე-12 და მე-13 უნებთან მისასვლელი გზები 0,22 კმ; სოფელი ხომული ველგრძელას გზა 1,0 კმ. ასევე რეაბილიტირებული იქნება ჭოლევის ხიდი, სოფ. ტყაჩირში მდინარე რიონზე გადასასვლელი ხიდი, სოფ. ტყაჩირში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძოდ საავტომოილო გზების, ტროტუარებისა და ხიდების მოწყობის საგარანტიო თანხები. პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანში, სოფელ ფარცხანაყანევში რეხის ტყის უბანში, ქალაქ წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩაზე №1-3-9-11-12-13-15-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელ გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში ნ. ლორთქიფანიძის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანში, სოფელ ფარცხანაყანებში რეხის ტყის, სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელი გზის, ქ. წყალტუბოში გურამიშვილის ქ. №2, დედა ენის ქ. №1, ბესიკის ქ. №8 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზის, სოფელ ოფურჩხეთში (აბაზაძეების) უბანი და სოფელ ხომულში (დუქნისწყაროს უბანში) გზების, სოფელ გვიშტიბში (შვანგირაძეების უბანში), სოფელ მაღლაკში მე-17 ქუჩის, სოფელ პატრიკეთში შენგელიების და გუბელაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით; ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების შეკეთებისათვის მზა ბეტონის შეძენა; ქვიტირში მე-14 ქუჩის (კორეის უბანი) გზის ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალებით რეაბილიტაცია და ქვიტირში მე-12 ქუჩის (ჩიტეიშვილების უბანი) გზის ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალებით რეაბილიტაცია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი კამერების მიმანიშნებელი აბრების მოწყობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების სორმონისა და ჭოლევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით; ცენტრალურ სტადიონთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია; სოფ. ცხუნკურში მზა ბეტონის შეძენა; სოფელ საყულიაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში შენგელიების უბანში გზის დარჩენილი ნაწილის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში მე-12 და მე-13 ბინებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. ქალაქ წყალტუბოში კოლხეთის ქუჩის №25, №27, №29 და №31 ბინებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით და ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილისა და ლერმონტოვის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. 3.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა – შენახვა – 3067,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, გარე ფასადების მოწესრიგება, მაწანწალა ცხოველების იზოლირება, წყლის სისტემების რეაბილოიტაცია, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია – ექპლოატაცია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავება. დაფინანსდება არსებული გარე განათების ქსელის შედეგად მოხმარებული ელ. ენერგიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკის მიმდებარედ შადრევნების წყლის ხარჯის ანაზღაურება. 3.2.1. სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 113,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ გვიშტიბში დევნილთა გრძელვადიანი განახლების ობიექტის მიმდებარედ წყალგამტარი არხის მოწყობის საგარანტიო. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ წყალტუბოში, ნინოშვილისა და ავალიანის ქუჩებზე სანიაღვრე არხისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები. 3.2.2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები – 902.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები. 3.2.3. შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა – 1168,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე ფასადების მოწესრიგება გ. ტაბიძისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების საგარანტიო თანხები. ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის ჩამოყალიბების მიზნით ოფისის შეკეთება, კეთილმოწყობა, ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა; ცენტრალურ პარკში, არსებული საპირფარეშოს შეკეთება და 2018 წლის 30 ნოემბერი – 1 დეკემბერი პერიოდში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება. ასევე განხორციელდება ქალაქ წყალტუბოში რუსთაველის ქუჩაზე არსებული პასაჟის რეკონსტრუქციის სამუშაოები და სოფ. ცხუნკურის ადმინისტრაციული შენობის გადახურვა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ოფისის მშენებლობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების, სკოლების და სხვა შენობების სახურავების შეკეთების სამუშაოები. 3.2.4. წყლის სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაცია – 446,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტარალური პარკის მიმდებარედ შადრევნების წყლის ხარჯი. ასევე მოხდება მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კერძოდ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში, სოფელ თერნალში სვანებისა და უგლავეების უბანში, ქვილიშორში, ყუმისთავში, ცხუნკურში, ხომულში, ბანოჯაში, სოფ. წყალტუბოში, ჯიმასტაროში, სოფ. თერნალში, გუმბრაში, მაღლაკში სვანების დასახლებასა და სოფ. გვიშტიბში. ასევე მოხდება მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში მე-14 ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სადგურ ბროწეულას დასახლებაში საკანალიზაციო საქაჩი ძრავის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფელ გეგუთში ვარციხჰესის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადრენაჟე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ცენტრალური პარკის ცენტრალური შადრევნის წყალმომარაგების ქსელზე ახალი მიერთება და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში დაზიანებული ფეკალური მასების გადამქაჩი ტუმბოს ელ. ძრავის დემონტაჟი და ორი ტუმბოს მონტაჟის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში დაზიანებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისათვის სხვადასხვა მასალების შეძენა. 3.2.5. გარე განათება – 415,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ქსელის შედეგად მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე გარე განათების ქსელის დაერთება. ასევე მოხდება სოფელ ხომულში მე-18 ქუჩის, მე-4 ჩიხსა და დღნორისის თემში გარე განათების სისტემის მოწყობა. 3.2.6. მაწანწალა ძაღლების იზოლირება – 20.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მაწანწალა ცხოველების იზოლირება, რითიც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 3.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 902,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში მოხდება ასევე მოსაცდელების მოწყობა ჭავჭავაძის, მის გაგრძელებასა და ტაბიძის ქუჩაზე. 3.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 733.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. 3.5. საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება – 220,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ასევე პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციის შექმნა და აბრის კონკურსის გამარჯვებულის დაფინანსება. 3.6. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება – 196,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. 4. განათლება – 3202,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4.1. საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსება – 2284,1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. ამისათვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. 4.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 918.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ასევე მოხდება მე-4 საჯარო სკოლის ელ. მომარაგებისათვის ძალოვანი კაბელის შეძენა. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 2291,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 5.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 924.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების“ ფინანსური მხარდაჭერა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ სუბსიდირება ცენტრალური სტადიონის მოვლა-შენახვის ხელშეწყობისათვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ასევე მოახდინონ ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: წარმატებული სპორტსმენებისათვის ჯილდო, კალათბურთი, შშმ სპორცმენების ტურნირებზე მივლინება, ტრანსპორტირება, გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკურიტურნირი მძლეოსნობაში, სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა 2018, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირი, სპორტული სასკოლო ოლიმპიადა, ჭადრაკის ფესტივალი, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში (საერთაშორისო),სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარათონი, მკლავჭიდი, ომარ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ველორბოლაში, წარმატებული სპორტსმენების წამახალისებელი ბანაკი, სულიკო ნიქაბაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, ნოდარ კოხრეიძის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, „ელიაობა“ სოფ. მაღლაკში, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რმ ჭიდაობაში, ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, როინ მეტრეველის ხელბურთი (საერთაშორისო), მხიარული სტარტები, ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი, 26 მაისის სახელობის წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის გახსნა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოში დედაენის ქუჩასა და სოფლებში მუხიანში, ქვიტირსა და მაღლაკში სპორტული მოედნების მოწყობა. ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი სპორტული მოედნის შეკეთება; ქალაქ წყალტუბოში ცენტრალური სტადიონების მოწყობის სამუშაოები და ქალაქ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) არსებული სპორტული მოედნის ცხელი ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის საგარანტიო. 5.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 1154,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. პროგრამის აღწერა: კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების, კერძოდ ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის" დაფინანსება, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება. 5.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება – 113,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა, მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება და ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები: სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, საშობაო ღონისძიება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულთა დაჯილდოვება, მოწვევა, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ეტალონი, 9 აპრილი, სიყვარულის დღე, ქართული სამოსის დღე, ფაშიზმზე გამარჯვები დღისადმი მიძღვნილი ღონისძება, ბოლო ზარი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 2 მაისობა (გვირილობა),ბავშვთა საერთაშორისო დღე, ცნობილი მოდის დიზაინერების კოსტიუმირებული შოუ წყალტუბოში, სახალხო დღესასწაული „ოტიაობა“, ბრენდირებული საჩუქრები, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისამდმი მიძღვნილი დღეები, 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული ღონისძიებები, რა? სად? როდის?, ღვინის და ყველის ფესტივალი, სოხუმის დაცემის დღე, შემოდგომის წყალტუბო, პოეზიის საღამო, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის ბროშრების, წიგნების, მოსალოცი და მოსაწვევი ბარათების ბეჭდვის მომსახურეობა, გიორგობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საახალწლო ღონისძიება, საახალწლო საჩუქრები, ფოლკლორული ვიდეო რგოლის გადაღება. 5.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია ქუთაისის-გაენათის ეპარქიის სუბსიდირება. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1474,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 6.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 99,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული ფუნქციების განხორციელების გზით; პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
6.2. სოციალური პროგრამები – 1374,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 6.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა – 192,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ დაფინანსება. 6.2.2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება – 4.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. 6.2.3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის – 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 200 ლარი. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ პუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადა 2018-2019 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება. 6.2.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები – 12.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, ასევე უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 6.2.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 472.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100 001-ის ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას განესაზღვროს დახმარება – 250 ლარი. ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 300 ლარი; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 200 ლარი; დ) დედ-მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი; ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი; ვ) ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღგდომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი. ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით – 250 ლარი; თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება -1800 ლარი; ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა – 300 ლარი; კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპესაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 200 – ლარი; ლ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს – 200 ლარი. მ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1500 ლარი; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს – 150 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარისა. ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს – 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს – 1800 ლარი. პ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს – 200 ლარი. ჟ) 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება – 100 ლარის ოდენობით. რ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000-ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება – 200 ლარი. ს) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულ ოჯახს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა. ტ) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 500 ლარი. უ) ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება – 500 ლარი. ფ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება – 300 ლარი. ქ) ფსორიოზით დაავადებულ პირის დახმარება – 200 ლარი. ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში – ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, წელიწადში 1800 ლარი. ყ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება გასისაზღვროს გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. 6.2.6. ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის დაფინანსება – 116,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაფინანსება. 6.2.7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება – 437.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება-იოდოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და მკურნალობის მონიტორინგის კვლევები და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, დაფინანსდება წელიწადში ერთხელ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარი. მძიმე ონკოლოგიური დავადების მქონე პირებისათვის, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას საგარანტიო წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ ზემოთ აღნიშნული თანადაფინანსების წესით. 6.2.8. სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება – 40.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2019 წელს მომხდარი ხანძრის, სტიქიის – მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს – 2000 ლარი. დახმარება ვრცელდება 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზეც, რომელთაც მიღებული არ აქვთ – „სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება“ 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება. |
თავი VI
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები