დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ლიკვიდატორის განცხადება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-004 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 18/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“ (ს/კ 404408912)
ლიკვიდატორი
2019 წლის 18 ივნისი
№19-003
სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 10 ივნისის №1011 განკარგულებით დაწყებულია სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“-ს (ს/კ 404408912) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პ/ნ 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, უზნაძის ქუჩა №111, ტელ.: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები