ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის და მასზე „მეზღვაურთა სკვერი“-ს სახელწოდების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.132.016002
55
14/06/2019
ვებგვერდი, 24/06/2019
000000000.00.132.016002
ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის და მასზე „მეზღვაურთა სკვერი“-ს სახელწოდების მინიჭების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №55

2019 წლის 14 ივნისი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის და მასზე „მეზღვაურთა სკვერის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №64 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: 05.21.21.017) მიენიჭოს სკვერის სტატუსი და ეწოდოს „მეზღვაურთა სკვერის“ სახელი.

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                         სულიკო თებიძე.