სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-229/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 17/06/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-229/ო
17/06/2019
ვებგვერდი, 24/06/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-229/ო    

2019 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ (დანართი №1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  გაიცეს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №78) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა; ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა, მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრ,ი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი:

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ.№78) დირექტორის მ. კაკაბაძის განცხადება: №68152, 14.05.2019წ.

 ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-495-72, 13.06.2019წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №20, 14.06.2019წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                      თეიმურაზ პირველაშვილი