დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-228/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 17/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
შევიდეს შემდეგი ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში: 1. შპს „ემერჯენსი სერვისის“ (ს/კ 204571043, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/ მიხეილ ჭიაურელის ქ. №6) ნაცვლად დაფიქსირდეს სს „ემერჯენსი სერვისი“ (ს/კ 204571043 ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მიხეილ ჭიაურელის ქ.N6) და გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: სს „ემერჯენსი სერვისის“ დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადება: №83914, 12.06.2019წ. და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურზ პირველაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები